საახალწლო სეზონს „ტოიოტა“ ახალი რეკლამით ხვდება, რომელიც მარკეტინგული კომპანია Conill-ის და  კრეატიული სტუდია Lobo-ს კოლაბორაციით შეიქმნა. რეკლამა საერთაშორისო აუდიტორიას მომხიბლავ მესიჯს აწვდის სიყვარულსა და ერთად ყოფნაზე.

რეკლამა „მოგზაურობა“ გვიზიარებს უნიკალურ ასოცოაციას ოჯახურ ერთიანობაზე. სიუჟეტის ცენტრშია Toyota RAV4,  უნიკალური დიზაინით. ის მთლიანად CGI-ის საშუალებით შეიქმნა, რადგან გადაღება, შექმნილი ვითარების გამო, შეუძლებელი გახდა. შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა ასე გამკლავებოდა პანდემიის პირობებს. მასში გამოყენებულია ორიგინალი სიმღერა “Here For you“, რომელსაც მომღერალი სტეისი ვოლკერი ასრულებს.

 

ავტორი: ანა ქავთარაძე