შესავალი საზოგადოებასთან ურთიერთობაში

“შესავალი საზოგადოებასთან ურთიერთობაში: სტრატეგიული, ციფრული და სოციალური პასუხისმგებლობის კომუნიკაცია”,  წარმოადგენს ყოვლისმომცველ შესავალს საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სფეროში, ახალ მედიასა და სოციალურ პასუხისმგებლობებზე ფოკუსირებით, იმის აღიარებით, რომ ბიძგები ტექნოლოგიებში, ბიზნესსა და კულტურაში ახალ-ახალ მიდგომებს მოითხოვს.

ავტორები – ჯენის ტერუჯი ფეიჯი და ლოურენს ჯ. ფარნელი,  აჩვენებენ სტუდენტებს თუ როგორ  ქმნიან კომუნიკაციის თანამედროვე სპეციალისტები დამაჯერებელ მესიჯებს,  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ავტორები ამ მიდგომას თეორიის, ისტორიის, პროცესისა და კომუნიკაციის პრაქტიკიული მაგალითებით ამყარებენ. ასევე, გვაჩვენებენ,  თუ როგორ შეიძლება პრაქტიკა და მიდგომა,  იქნეს გამოყენებული PR-ის სტრატეგიულ დაგეგმვაში. მეორე გამოცემა შეიცავს ახალ და განახლებულ კონტენტს.  ასევე, მაგალითებს და პროფილებს, როგორც ახალგაზრდა, ასევე უფროსი პრაქტიკანტების რჩევებსა და კარიერულ რეკომენდაციებს სტუდენტების წარმატებისთვის.

ავტორი: ლუკა ბეროშვილი