Bowl to Soul (თასიდან სულამდე) ასე უწოდეს ანიმეთი ინსპირირებულ კამპანიას გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი საყვარელი რესტორნის ქსელის Wagamama-თვის.  

კამპანია ეფუძნება ბრენდის ასოციაციას იაპონურ საკვებთან და მის ფილოსოფიას, რომ საკვებით არა მხოლოდ მუცელი იკვებება, არამედ ის “კვებავს ჩვენს სულს”. რეკლამა სწორედ  Wagamam-ის საკვების ჭამის შემდეგ არსებულ შეგრძნებებზე მეტყველებს.

პირველი ლუკმის დაგემოვნების შემდეგ რეკლამის პროტაგონისტი ჯადოსნურ მიწაზე გადადის, რომელიც სავსეა რამენის მდინარეებით, ქინძის მინდვრებით და სანელებლების ფეიერვერკით. ეს არ ჟღერს ცუდად, რადგან ეს არის ჭკვიანური საშუალება, რომ მივმართოთ მათ, ვისაც ჯერ არ განუცდია ეს სიამოვნება “თქვენი საკვები გამოვა, როდესაც ის მზად იქნება”.

რეკლამა შექმნილია ხელით შედგენილი და კომპიუტერული ილუსტრირებული ხელოვნების ნიმუშების საშუალებით. ფილმი აერთიანებს თანამედროვე, მრავალფეროვან  პერსონაჟებს, რომელთა თითოეული ჩარჩო წარმოადგენს უნიკალურ ილუსტრაციას, რომელიც შთაგონებულია ანიმე ხელოვნებით.

კამპანია MullenLowe-მა (ამერიკაში დაფუძნებული მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია) დანიელ ანიმე რეჟისორთან – მადს ბრონისთან და Passion Animation Studios-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. MullenLowe ასევე მუშაობდა მუსიკის ხელმძღვანელთან (Thirty Two Music) და მხატვართან რათა შეექმნათ რეკლამისთვის სიმღერა ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით.

რეკლამა აქტიურად გავრცელდა სხვადასვა ონლაინ თუ ტრადიციული მედია საშუალებებით და მან ლონდონის ქუჩებში იაპონური სტილი გააღვიძა.

ავტორი: მარიამ ნავროზაშვილი