მოაწესრიგეთ შიდა კომუნიკაცია  საკუთარ ორგანიზაციაში და სარგებელს მალევე ნახავთ.  მოტივირებული პერსონალი, უკეთესი ფინანსური მაჩვენებლები, ძლიერი შიდა რეპუტაცია და კმაყოფილი მომხმარებლები – აი, მხოლოდ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მნიშვნელოვანია თქვენი სათქმელი პერსონალთან მიიტანოთ.

„შიდა კომუნიკაციები“, დაწერილია ექსპერტების მიერ, რომლებსაც მუშოაბის დიდი გამოცდილება გააჩნიათ  როგორც კერძო, სახელმწიფო ასევე,  არაკომერციულ სფეროებში. ისინი გვასწავლიან   თუ როგორ შევქმნათ შიდა კომუნიკაციის გუნდი და შევადგინოთ გეგმა; გვასწავლიან მესიჯების მოფიქრებას  და საჭირო არხების განსაზღვრას; გვიზიარებენ გამოცდილებას როგორ ვიმუშაოთ ხელმძღვანელებთან და ხელმძღვანელობის უმაღლეს რგოლებთან; ასევე, როგორ მოვახდინოთ შიდა კომუნიკაციების კვლევა და შეფასება,  ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილების ხელშეწყობა. გასაგებად, მარტივი მოდელების, საბაზისო თეორიების ახსნითა და თემატური კვლევების დახმარებით, ისინი გვაჩვენებენ შიდა კომუნიკატორებს, პრაქტიკულ ინსტუმენტებს და გვიზიარებენ რჩევებს, რომლებიც აუცილებელია, რათა ორგანიზაციაში  სიტუაცია შეცვალოს უკეთესობისკენ. წიგნში, ასევე, შეხვდებით  როგორც ონლაინ რესურსებს, ასევე სალიდებს ლექტორებისთვის.

ავტორი: ლუკა ბეროშვილი