გსურთ თქვენი პროდუქტიულობის გაზრდა და სასურველი მიზნების მიღწევა? ჩვენ ყველას გვიჭირს ვიყოთ პროდუქტიულები. მითუმეტეს, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით. დევიდ ალენის წიგნი, „საქმესთან გამკლავების, სტრესისგან თავისუფალი პროდუქტიულობის ხელოვნება“, მკითხველს ასწავლის მოტივაციის გაზრდის მარტივ, მაგრამ ეფექტურ გზებს. პირადი და პროფესიონალური გამოცდილების შედეგად, ავტორმა შექმნა მეთოდები, რომლებსაც მილიონობით ადამიანი იყენებს მსოფლიოში, როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში.

მეთოდი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც  GTD (Getting Things Done), ზრდის პროდუქტიულობას ერთი მარტივი კითხვის საშუალებით – ”რა არის შემდეგი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უფრო ახლოს მიმიყვანს ჩემს მიზანთან?”. GTD არის ბრწყინვალე მეთოდი, რადგან ის ამარტივებს ამოცანებს ისე, რომ სხვა დროისთვის გადადებისა და შეფერხების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ის უბიძგებს ინდივიდს მუდმივად ეძიოს შემდეგი ნაბიჯების სისრულეში მოიყვანის გზები. ალენის წინაპირობა მარტივია: ჩვენი პროდუქტიულობა მოდუნების უნარის პირდაპირპროპორციულია. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია მივაღწიოთ ეფექტურ პროდუქტიულობას და გავაუმჯობესოთ ჩვენი შემოქმედებითი პოტენციალი, როდესაც ჩვენი გონება სუფთაა და აზრები ორგანიზებული.

 

ავტორი: მეგი მარტიაშვილი