„როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე“- დეილ კარნეგის ერთ-ერთი წიგნია, რომელიც 1937 წელს გამოიცა და მას შემდეგ „პიარ ბიბლიას“ უწოდებენ. ის დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად და ზეგავლენის მქონე წიგნად ითვლება.

დეილ კარნეგი ადამიანებთან ურთიერთობას ხელოვნებად მიიჩნევდა. სწორედ ამიტომ დაუთმო მან დიდი დრო და ენერგია ამ თემის შესწავალას და საბოლოოდ, ეს წიგნი დაწერა.

წიგნში წარმოდგენლია ის წესები, რომლებიც დაგეხმარებათ ადამიანებთან ურთიერთობებში. მაგალითად:
  • ადამიანებთან ურთიერთობების მეთოდები;
  • 6 ხერხი ადამიანის გულის მოსაგებად;
  • 12 წესი, რომელიც დაგეხმარებათ ადამიანი თქვენს აზრზე გადმოიყვანოთ;
  • 9 წესი, რომელთა დაცვაც შეგაძლებინებთ იმოქმედოთ ადამიანებზე ისე, რომ არ შეურაცხყოთ და არ გაანაწყენოთ იგი;

მისი იდეები გამომდინარეობს იმ კონცეფციიდან, რომ წარმატება არის 15% პროფესიონალური ცოდნა, ხოლო 85% დიდი იდეების და ლიდერობის შედეგად შექმნილი ენთუზიაზმი. თუ თქვენ გსურთ საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლების შესწავლა, მაშინ ეს წინგი თქვენთვისაა. ვფიქრობ, რომ პიარის თითოეულმა სპეციალისტმა ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს ეს დიდებული წიგნი.

 

ავტორი: მეგი მარტიაშვილი