„საქართველოს უნივერსიტეტისა“ და საკონსულტაციო სააგენტო GEPRA-ს ორგანიზებით, 19 და 20 მარტს, საქართველოში პირველად, გაიმართება პიართონი – „სტრატეგიული კომუნიკაციის ახალი არქიტექტორები“

პიართონის მთავარი მიზანია, მონაწილეებმა, სოციალური მედიისთვის საჭირო ტექნიკების გამოყენებით, საკომუნიკაციო კამპანია შექმნან. ამ დავალების შესასრულებლად კი, მათ 24 საათი ექნებათ.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „საქართველოს უნივერსიტეტის“ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სტრატეგიული კომუნიკაციების, ჟურნალისტიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტებზე.

შერჩეული კანდიდატები გუნდებში გადანაწილდებიან და ასე იმუშავებენ საკომუნიკაციო კამპანიაზე.

პიართონი „საქართველოს უნივერსიტეტში“ გაიმართება. გუნდებს მენტორობას უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი, ნათია ღლონტი გაუწევს.

პროექტის განმავლობაში შერჩეულ მონაწილეებს ონლაინ ლექციებს ჩაუტარებენ სფეროს სპეციალისტები, რომლებიც სტუდენტებს  შესაბამის ცოდნას მიაწვდიან, რომელიც შემდეგ მათ დავალების შესრულებისას მნიშვნელოვნად დაეხმარებათ.

რაც შეეხება მთავარ პრიზს, გამარჯვებულ სამ გუნდს გადაეცემა ნიკო ნიკოლაძის პრემია.

I ადგილი – 1200 ლარი

II ადგილი – 800 ლარი

III ადგილი – 500 ლარი

I ადგილზე გასული გუნდის ყველა წევრს კი, კომპანია „არდი“ დამატებით პრიზს, ჯანმრთელობის ერთწლიან სადაზღვევო პაკეტ „ვიტამინებს“გადასცემს.

მონაწილეობისთვის საჭიროა 2021 წლის 25 თებერვლის 23 საათამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://cutt.ly/PkkUKpz

პროექტის პარტნიორები არიან

„საქართველოს უნივერსიტეტი“

საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“

სადაზღვევო კომპანია „არდი“