ლოქდაუნის დროს, Zoom-ის კონფერენციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახლში გამოკეტილი მომხმარებლისთვის. უმრავლესობა ვიდეოკონფერენციების აპლიკაციას ყოველდღიურად იყენებს სამსახურისთვის, სკოლისთვის, ვირტუალური შეკრებებისთვის. Pedigree ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანია, რომელიც ამ სფეროში ჩაერთო და ცდილობს ხელი შეუწყოს ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნებას. ამისთვის სხვადასხვა კამპანიას იყენებს. აღსანიშნავია შინაური ცხოველის აყვანის ხელშეწყობის კამპანია.
შინაური ცხოველების აყვანა ძალიან აქტუალური გახდა ბოლო წლის განმავლობაში. ხალხი კომპანიონს ეძებს იმისთვის, რომ როგორმე იოლად გადააგოროს ეს ასოციალური პერიოდი. Pedigree -ს, ბრენდის ცნობადობის გაზდრის კარგი შესაძლებლობა მიეცა შიანური ცხოველების აყვანის ხელშეწყობით. კომპანია სტრატეგიულ მარკეტინგს ახორციელებს შინაურ ცხოველებსა და პატრონებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე, რაც შემდგომ, ხელს შეუწყობს გრძელვადიან ლოიალურობას.
აყვანის ხარჯების დაფარვის გარდა, Pedigree-ს აქვს მომხმარებლებში გამოწერისა და ინფომაციის გაზიარების სურვილის გაზრდის შესაძლებოლობა. ბრენდს შეუძლია ცხოველის შესახებ ინფორმაციის (ადგილმდებარეობა, სახელი და საკონტაქტო პირი) მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოყენება და მუდმივი ურთიერთობის შენარჩუნება. ვიდეოშეხვედრები არა მხოლოდ მათთვისაა, ვისაც საყვარელი ცხოველების მხოლოდ დათვალიერება სურს. Pedigree-ს იმ ადამიანებამდეც შეუძლია სათქმელის მიტანა და შინაური ცხოველის აყვანაში დახმარება, რომლებიც ბაზარზე საერთოდ არ ჩანან.
ბრენდები სხვა ინდუსტრიებიდანაც ცდილობენ Zoom-დან მოგების ნახვას სხვადასხვა კამპანიის წარმოებით. რესტორანთა ქსელმა Red Lobster– შექმნა 10 მოდიფიცირებადი Zoom-ის ფონი თავისი მომხმარებლისთვის, რათა ვიდეოზარებს მეტი ატმოსფერულობა შესძინოს. მაგალითად, ერთ-ერთი ფონი წარმოადგენს Red Lobster-ის კონკრეტულ ლოკაციას. სხვა ფონი კი, ლობსტერებთ სავსე აკვარიუმია. ასევე, შეხვდებით მზის ჩასვლას ოკეანის თავზე. ფონური გამოსახულებები სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელიც გატანის ტიპის გაყიდვების წახალისებისკენ არის მიმართული. ეს ერთ-ერთი ოფციაა ვიდეოპაემნების დროს.