კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,  Nike ცდილობს გაუფრთხილდეს ფეხსაცმლის დასამზადებლად საჭირო  ბუნებრივ რესურსებს და ხელი შეუწყოს როგორც კომპანიის, ასევე პლანეტის მდგრად განვითარებას.

,,Nike Refurbished – განახლებული ნაიკი’’, ასე ჰქვია პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებელს შეუძლია Nike -ის მაღაზიაში დააბრუნოს ფეხსაცმელი სამ შემთხვევაში: თუ ის ახალივით გამოიყურება, ოდნავ შელახულია ან მცირედ დაზიანებულია წარმოების პროცესში.

ამ ფეხსაცმელებს ექსპერტები შეაფასებენ, განაახლებენ და რომლებსაც ხელახლა გასაყიდად აარჩევენ, ჩაუტარებენ დეზინფექციას. ამის შემდეგ, მათ Nike თავის მაღაზიებში ხელმისაწვდომ ფასად გაყიდის.

დაზიანებული ფეხსაცმელები შეიძლება იყოს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ხაზის.

ბრენდის წარმომადგენლების განცხადებით, შეკეთებული ფეხსაცმელების შეძენა Nike -ის მაღაზიებში აპრილის ბოლოდან გახდება შესაძლებელი.

 

ავტორი: ლალიტა კვიჟინაძე