როგორ შეცვალა პანდემიამ  ის, თუ რას ვყიდულობთ

უკვე წელიწადზე მეტია,  რაც პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ. თავის მოვლა მხოლოდ კვირა დღისთვის  აღარაა გადადებული.

შეზღუდვებისა და კარანტინის გამო, ბევრმა დაიწყოთავის მოვლის  სხვადასხვა საშუალებით ვაჭრობა, როგორებიცაა თხევადი ამქერცვლელები ან თმის კონდინციონერები. ერთწლიანმა სოციალურმა დისტანციამ ძალიან შეცვალა ის, თუ როგორ და რას ყიდულობს ხალხი – რა ითვლება ახლა საჭიროდ.

სახლიდან მუშაობის საჭიროება მოქმედებს გაყიდვებზე

ელექტრონულმა  სავაჭრო ვებ-გვერდმა Shopify, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1.7 მილიონზე მეტ მოვაჭრეს აერთიანებს, გამოუშვა ახალი ანგარიში იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ზემოქმედებენ ეს ცვლილებები გაყიდვების მოთხოვნებზე. მონაცემები გვიჩვენებს თუ როგორ შეიცვალა ჩვენი რუტინა მას შემდეგ,  რაც სახლიდან ვმუშაობთ.  ამასთან ერთად,  გაიზარდა მეწარმეობა და მომხმარებლის ინტერესი ადგილობრივი ბიზნესების მიმართ.

დასაწყისისთვის,  სოციალურმა დისტანციამ  მეტ მომხმარებელს აიძულა მოეძებნა უკონტაქტო და ონლაინ შოპინგი, თუმცა 46%-ს მომხმარებლებისა არ ექმნება დისკომფორტი ადგილზე ყიდვისას. უკონდაქტო გადახდები და ონლაინ შოპინგი 122%-ით გაიზარდა გასულ წელს, აცხადებს Shopify.

„მომხმარებელს პირადად  არ ჰქონდა ყიდვის შესაძლებლობა გასულ წელს. ამიტომ,  ძალიან საინტერესო იყო ყურება, თუ როგორ ერთიანდებოდა ხალხი მცირე ბიზნესის გარშემო, როგორიცაა Shopify.“ – აღნიშნა Shopify-ის შემოსავლების გენერალურმა მენეჯრმა, ლორენ პედელფორდმა  Adweek-თან საუბრისას.

მაკიაჟისა და შარვლების ყიდვა გადაიდო

ვინაიდან  ხალხი ნაკლებს დადის გარეთ, დეკორატიული კოსმეტიკის ნივთების გაყიდვები მკვეთრად დაეცა. სახის მაკიაჟის გაყიდვები, როგორიცაა foundation, primer და ტონალური კრემი,  დაეცა 17%-ით, ტუჩსაცხის გაყიდვები კი 36%-ით გასული მარტიდან მოყოლებული. მაგრამ, თუკი ნაკლები ხალხი ყიდულობს მაკიაჟს, მეტი იხდის ფულს  კანის მოვლასა და თავიანთ ჯანმრთელობაში. დამატენიანებლების გაყიდვები 43%-ით გაიზარდა  და ვიტამინების კი – 23%-ით. ასევე,  გაიზარდა თმის მოვლით დაინტერესებულების რაოდენობაც – მოსავლელ პროდუქტებსა და თმის ნიღბებზე  მოთხოვნა 28%-ით გაიზარდა.

რადგანაც  ამერიკელების დიდი ნაწილი მუშაობს დისტანციურად, მოთხოვნამ კომფორტზე გადაწონა მოდა. შარვლების  გაყიდვბი 67%-ით, ხოლო კაბების  კი – 152%-ით დაეცა და რადგან ძირითადი შეხვედრები და ინტერვიუები ვირტუალურად მიმდინარეობს,  პერანგებზე, ზედებზე და მაისურებზე მოთხოვნა 60%-ით გაიზარდა. ხალხის უმეტესობა ყველაზე კომფორტულ ვარიანტებს ირჩევს, როგორებიცა კრაგები (ლეგინსები), მათი გაყიდვა  14%-ით გიაზარდა.

ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის თანახმად, ზრდასრულების 2/3 განიცდის სტრესს, რაც გამოწვეულია პანდემიით. როგორც ჩანს,  მათ თვითდამშვიდებით გადაჭრეს ეს პრობლემა. კანფეტებსა და შოკოლადებზე, ასევე ალკოჰოლურ ნივთიერებებზე, მოთხოვნა გაიზარდა. განსაკუთრებით კი- სპირტიან სასმელებზე – 17% და 14%-იანი ზრდა. ყავის გაყიდვებიც საკმაოდ სერიოზული, 34%-ით არის გაზრდილი.

ახალი მაღაზიების რაოდენობა Shopify-ის პლატფორმაზე 79%-ით გაიზარდა 2020 წელს. იმის მიუხედავად, რომ ვუახლოვდებით Covid-19-ის კრიზისის დამარცხებას, პედელფორდის თქმით, Shopify არ შეწყვეტს ადგილობრივი და დამოუკიდებელი ბიზნესების ზრდის ხელშეწყობას.

 

ავტორი: ლუკა ბეროშვილი