როგორ გამოვიყენოთ ახალი ამბის რელიზები, ბლოგები, პოდკასტები, ვირუსული მარკეტინგი და ონლიან მედია უშუალოდ მომხმარებელთან მისასვლელად.

დევიდ მერმან სკოტი მარკეტოლოგი, ბიზნესმრჩეველი და 11 ბესტსელერის ავტორია. მათ შორისაა „მარკეტინგისა და პიარის ახალი წესები“, რომელიც რამდენიმე წიგნს აერთიანებს. ერთ-ერთია „მარკეტინგისა და პიარის ახალი წესები – როგორ გამოვიყენოთ ახალი ამბის რელიზები, ბლოგები, პოდკასტები, ვირუსული მარკეტინგი და ონლიან მედია უშუალოდ მომხმარებელთან მისასვლელად“. მასში კარგადაა აღწერილი, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ის პოტენციალი, რომელსაც ქსელური კომუნიკაცია გვთავაზობს, რათა მიაღწიოთ მომხმარებლამდე და დაამყაროთ პირდაპირი კავშირი მათთან.

წიგნში, რეალური შემთხვევების და მაგალითების შესწავლითა და ანალიზით, ჩამოყალიბებულია ის თეორიები და პრაქტიკები, რაც დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მისაღწევად. სწორედ ამიტომ, ეს წიგნი წარმოადგენს ერთგვარ სახელმძღვანელოს, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ სამოქმედო გეგმას გვაძლევს, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ თქვენი აუდიტორია, შექმნათ დამაჯერებელი საკომუნიკაციო მესიჯები, მიაწოდოთ ეს მესიჯები სწორ აუდიტორიას და მომხმარებელში აღძრათ პროდუქტის/სერვისის შეძენის სურვილი.

 

ავტორი: მეგი მარტიაშვილი