TikTok-მა სრულიად გარდაქმნა მთელი თაობის გასართობი საშუალებები, დააკავშირა ხალხი ერთმანეთთან და ბიზნესები ბიზნესებთან. მსოფლიოს მასშტაბით, 1.2 მილიარდი ყოველთვიური მომხმარებლის სახით, პლატფორმამ რადიკალურად შეგვიცვალა წარმოდგენა ე.წ Gen Z-ზე.

ბევრი მარკეტერისთვის ეს როგორც გასაოცარი, ასევე შემაშფოთებელია. გასაოცარი იმიტომ, რომ პლატფორმა საოცრად ამარტივებს აუდიტორიასთან კავშირს. შემაშფოთებელი კი იმიტომ, რომ, ნუ, თინეჯერები მაინც თინეიჯერები არიან. TikTok-ის გამოყენების ეფექტური სტრატეგიისთვის საჭროა კარგად გაიაზროთ, როგორ მუშაობს პლატფორმა და რას უნდა ველოდოთ მისგან. გთავაზობთ ინსაიდერულ ხედვას TikTok-ის თაობაზე.

  • #ტიკტოკმამაყიდინა: Exclusive Student Beans-ის კვლევის თანახმად, ტიკტოკის მომხმარებლების 55%-მა შეისყიდა სხადასხვა რამ, მას შემდეგ, რაც ბრენდი თუ პროდუქტი პლატფორმაზე ნახა.
  • ბრენდის წარმატება: კონტენტის „გავარდნის“ კარგი მაგალითია e.l.f. cosmetics-ისა და Gymshark-ის ჰეშთეგების სტრატეგია.
  • გააცინე: ტიკტოკის თაობას უდარდელი მიდგომა მოსწონს, მაგრამ როგორ გამოვიყენოთ ეს, ბრენდის ფასეულობებზე უარის თქმის გარეშე ?

პლატფორმას წელს გავლენის კიდევ უფრო მეტ ზრდას უწინასწარმეტყველებენ, ასე რომ,  ნუ დაიზარებთ, გადმოწერეთ აპლიკაცია და კარგად გაერკვიეთ მასში.

ავტორი: ლუკა ბეროშვილი