COVID 19-ის პანდემიამ განათლების ტრადიციული სისტემის მოშლა გამოიწვია. ეს გავლენას ახდენს თითქმის 1.6 მილიარდ სტუდენტზე 190-ზე მეტ ქვეყანაში. სკოლებისა და სხვა სასწავლო ადგილების დახურვა ცუდად აისახა მსოფლიოს სტუდენტთა 94%-ზე, ხოლო დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, რაოდენობა 99%- მდეც კი ავიდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ – United Nations Organization, 2020 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა კვლევა, სადაც კარგად ჩანს პანდემიის დროს არსებული პრობლემები, რომლებმაც გავლენა იქონია სასწავლო პროცესზე. ასევე, როგორია სწავლების ალტერნატიული საშუალებები სხვადასხვა ქვეყანაში.

საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა ხელს უშლის ბავშვებს და ასევე, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ მიიღოს მისთვის სასურველი და აუცილებელი მომსახურება.

მეორე მხრივ, ამ კრიზისმა ხელი შეუწყო ინოვაციების გააქტიურებას განათლების სექტორში.  ჩვენ დავინახეთ ინოვაციური მიდგომები განათლებისა და ტრენინგის უწყვეტობის მხარდასაჭერად: რადიოდან და ტელევიზიიდან დაწყებული,  სახლში შექმნილი სპეციალური პაკეტებით დამთავრებული. დისტანციური  სწავლების გადაწყვეტილება მთელ მსოფლიოში მთავრობებისა და პარტნიორების სწრაფი რეაგირების საშუალებით მოხდა.

COVID 19-ის კრიზისი და განათლების მოშლა კვლავ გრძელდება. 100 ქვეყანას ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია  სკოლის გახსნის თარიღი. მთელ მსოფლიოში მთავრობები, მშობლები და ბავშვები ფიქრობენ, თუ როდის და როგორ უნდა მიუდგნენ შემდეგ ეტაპს.

2020 წლის მაის-ივნისში გამოკითხული ქვეყნების უმეტესობას ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი გახსნის თარიღი. ეს გადაწყვეტილებები უზარმაზარ სოციალურ და ეკონომიკურ გავლენას ახდენს და მოახდენს პედაგოგებზე, ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, მათ მშობლებზე, განსაკუთრებით ქალებზე და მთლიანობაში, საზოგადოებაზე.

დისტანციური სწავლების ფართო სპექტრი სკოლების დახურვის პერიოდში:

სწავლის უწყვეტობის უზრუნველყოფა პრიორიტეტი გახდა მთელ მსოფლიოში, რომელთა უმეტესობამ  ICT– ს მიმართა, რაც გულისხმობს გაკვეთილების ინტერნეტით ჩატარებას. ზოგიერთი ქვეყნა აცხადებს, რომ იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტთან კავშირი შეზღუდულია, მთავრობებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ  დისტანციური სწავლების ტრადიციული მეთოდები – საგანმანათლებლო სატელევიზიო და რადიო პროგრამები და ასევე, გაავრცელონ ბეჭდური მასალები.

სკოლების დახურვამ, ზოგიერთ შემთხვევაში, სერიოზული შეფერხებები გამოიწვია სტუდენტების შეფასებაში. უმეტეს ქვეყნებში გამოცდები გადაიდო;  რამდენიმეში ისინი გაუქმდა; ზოგში, შეიცვალა, მაგალითად, ონლაინ ტესტირებით. უწყვეტი შეფასების ინოვაციურ მეთოდებს დიდი ყურადღება ექცევა. სტუდენტის პროგრესის მონიტორინგი შესაძლებელია გამოკითხვით, მობილური ტელეფონის საშუალებით. ასევე, შესაძლებელია სასწავლო პლატფორმებიდან პროგრამების გამოყენების და მუშაობის ხარისხის შესწავლა-შემოწმება და სწავლის სწრაფი შეფასების განხორციელება ხარვეზების დასადგენად.

გარკვეული სექტორებისთვის დისტანციურ სწავლებას განსაკუთრებული გამოწვევები მოჰყვა. მაგალითად, სკოლამდელი აღზრდის ქვესექტორში. ზოგიერთმა ქვეყანამ შეძლო ვირტუალური საბავშვო ბაღის შექმნა 3-6 წლის ბავშვებისათვის.

გადაწყვეტილებები უნდა ემყარებოდეს იმ ორგანიზაციების  გამოცდილებას, რომელიც ფართო მასშტაბით იყენებს ტექნოლოგიას, რათა უზრუნველყოს სწავლის უწყვეტობა პანიკის პერიოდში. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მაგალითი.

ქვედა სურათზე მოცემულია, სკოლების დახურვის დროს რა გავლენა მოახდინა დისტანციურმა სწავლებამ  განათლების დონიეზე. ეს მონაცემები რეგიონების მიხედვითაა გადანაწილებული.

COVID-19- მა სხვადასხვაგვარი გავლენა იქონია დასაქმებაზე და ხელფასებზე.  ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად,  საჯარო სექტორში განსაკუთრებით დაზარალდნენ მასწავლებლები, რომლებსაც დროებითი ხელშეკრულებები ჰქონდათ გაფორმებული, რადგან კონტრაქტები არ განახლდა. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, სადაც მშობლებმა შეწყვიტეს საფასურის გადახდა ან მასწავლებლებს დისტანციური სწავლება არ შეეძლოთ, მასწავლებლებმა საარსებო წყარო დაკარგეს.  განათლების საერთაშორისო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საგანმანათლებლო მუშაკები კერძო დაწესებულებებში, პედაგოგები დროებითი კონტრაქტით და დამხმარე პერსონალი ყველაზე მეტად დაზარალდა. (სურათი3)

COVID 19-ის კრიზისის შოკური გავლენა განათლებაზე უპრეცენდენტოა. ის უარყოფითად აისახა უფრო ღარიბ და ყველაზე დაუცველ ქვეყნებზე.

მიუხედავად ამისა, კრიზისმა ბევრი ახალი რამ გვიჩვენა. კერძოდ, განათლების სისტემაში საჭიროა ინკლუზიური ცვლილებები, ინდივიდუალური პოტენციალის გამოვლენა და კოლექტიური სრულყოფა, ცხოვრების ყველა სფეროში განათლების ინვესტირების გზით. არსებობს შეუზღუდავი და აუთვისებელი რესურსები, რომელთა იმედითაც შეგვიძლია განვაცხადოთ განათლების სფეროში  სასიკეთო მისწრაფებების განხორციელების შესაძლებლობებზე.

 

კვლევის ანალიზი მოამზადა: მარიამ ნავროზაშვილმა