თუ შენი კორპორაციული  პოლიტიკა არის არაკომფორტული, შეამსუბუქე ის თანაგრძნობით.

მარტში ფედერალურმა მთავრობამ  გამოაცხადა უპრეცენდენტო ახალი ამბავი:  ყველა ამერიკელი  დახმარების სახით მიიღებს 1200 დოლარამდე თანხას. თუმცა, ამას მოჰყვა შემდეგი სახის განცხადება: თუ ბანკში თქვენი ანგარიში მინუსებშია, მაშინ ბანკი ამ თანხას ნაწილობრივ ან მთლიანად თქვენი ნეგატიური ბალანსის გასაბათილებლად გამოიყენებს.

რთულია ვიმსჯელოთ იმაზე,  სწორია თუ არა ეს მიდგომა, რადგან ბანკების მხრიდან გაკეთდა ორი სრულიად განსხვავებული განცხადება:

–‘’წამახალისებელი თანხა შეამცირებს ქონების დაყადაღების შემთხვევებს, ასევე, დაეხმარება იმ ადამიანებს, რომელთაც  ჯერ არ ემუქრებოდათ ყადაღის საფრთხე, მაგრამ  ჰქონდათ გართულებები და პრობლემები.’’

–‘’ჩვენს მომხმარებლებს, რომლებსაც ბანკში აქვთ სესხის დაფარვასთან დაკავშირებული პრობლემები, ვაძლევთ საშუალებას სრულად გამოიყენონ მთავრობის მიერ მოწოდებული დახმარება 1200 დოლარამდე თანხის სახით. ეს მათ საშუალებას მისცემს წელში გაიმართონ ამ რთულ პერიოდში.’’

რა თქმა უნდა, თქვენ იფიქრებთ, რომ მეორე განცხადება სჯობს, რადგან ამ შემთხვევაში ბანკის პოლიტიკა არის უკეთესი. დიახ, საუკეთესოდ წარმოებულ საზოგადოებასთან ურთიერთობასა და რეკლამასაც კი არ შეუძლია გაანეიტრალოს  ორგანიზაციის ცუდი პოლიტიკა.

პირველი განცხადება ცალსახა მაგალითია ე.წ  Passive voice – ის, ანუ მოქმედებისა, როცა არ ჩანს, ის თუ  ვინ ახორცილებს კონკრეტულ ქმედებას. ამ შემთხვევაში გამოყენებულია სამართლებრივი ტერმინოლოგია,  რომელიც არ არის საზოგადოებისთვის კარგად  გასაგები და რომელიც ხშირად იმისთვის გამოიყენება, რომ რაიმე დავმალოთ და მივჩქმალოთ.

ამის საპირისპიროდ კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა იცის, რომ გაუგებრობა და საკითხის ბუნდოვნად წარმოჩენა ცეცხლზე ნავთს ასხამს. მათ იციან, რომ გაუგებრობა აფუჭებს საქმეს და რომ ადამიანები ყოველთვის მიისწრაფვიან გარკვეულობისკენ, მათ სურთ, რომ ყველაფერი იყოს ნათელი და გასაგები.

როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი ბანკებს?  – თუ თქვენი საქმიანობა სადამსჯელო ღონისძიებების გატარებასთანაა დაკავშირებული, ამ მძიმე პერიოდში თქვენს განცხადებაში არ უნდა გამოიყენოთ მსგავსი სიტყვები, რომელიც ადამიანებს უარყოფით ასოციაციებს შეუქმნის და გაუძლიერებს. ამ დროს სჯობს გამოიყენო თანაგრძნობის  გამომხატველი სიტყვებ. არ დააბნიო ადამიანები სამართლებრივი  ტერმინებით, რადგან ნათქვამია, ‘’ადამიანებს დაავიწყდებათ, თუ რა უთხარი მათ, დაავიწყდებათ, თუ რა გაუკეთე მათ, მაგრამ არასდროს დაავიწყდებათ, თუ რა აგრძნობინე. ‘’

პირველი ბანკის განცხადების ალტერნატივა ეს შეიძლება ყოფილიყო : ‘’ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა თითოეულ ჩვენს მომხმარებელს შევუმსუბუქოთ ამ რთულ პერიოდთან შეგუება.’’

პირველი განცხადებით ბანკი ცდილობდა პასუხისმგებლობის არიდებას, მეორე შემთხვევაში კი ის პირველ პირში აკეთებს განცხადებას და ეს სიტყვები  შეიცავს სენტიმენტალიზმს და გამოხატავს  თანაგრძნობას  ბანკის თითოეული მომხმარებლის მიმართ.

ეპიდემიის თუ სხვა რთული პერიოდების დროს ყოველი ორგანიზაცია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მის თითოეულ სიტყვას და  თავი  აარიდოს  პროფესიული ტერმინებით, დამაბნევლად საუბარს. ორგანიზაცია  უნდა ეცადოს თავის სისხლძარღვებში ცოტათი მაინც  შეუშვას მეტი სისხლი, მეტად იგრძნოს, რასაც მისი მოხმარებელი გრძნობს, გამოხატოს თანაგრძნობა მის მიმართ და არ დააბნიოს  იგი, რადგან ამ პერიოდში ადამიანები ისედაც  გაურკვევლობაში არიან, მაინც აქვთ არასტაბილურობის განცდა და სჭირდებათ, როგორც ფიზიკური, ისე მორალური მხარდაჭერა.

ავტორი:  ლალიტა კვიჟინაძე