მსუბუქი სასმელების გიგანტი მომხარებლებთან კავშირს მაშინ აღადგენს „როდესაც დრო მოვა“.

კოკა-კოლამ შეაჩერა თავისი მთლიანი მარკეტინგული ხარჯები, რასაც კორონავირუსის პანდემიის ფონზე მოგების შემცირებას აბრალებს.

კომპანიას პირველი კვარტლისთვის მიზნად ჩინეთის გარდა ყველა ბაზრის მასშტაბით თებერვლის ბოლოსთვის 3%-იანი ზრდა ჰქონდა.

თუმცა, კოკა-კოლას თქმით, აპრილის დასაწყისისთვის, მათ მიიღეს 25%-იანი ვარდნა, რამაც გამოიწვია ფინანსური გეგმების 1 წლით გადავადება.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ საწყის ფაზაზე, ბრენდის მარკეტინგის ეფექტურობა შეზღუდულია,“ – თქვა ჯეიმს ქუინსიმ, კოკა-კოლას თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა. „ამის გათვალისწინებით, ჩვენ შევამცირეთ მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციები. ჩვენ შევაჩერებთ ძირითად მარკეტინგულ კამპანიებს კრიზისის საწყის სტადიებზე და ისევ განვაგრძობთ, მაშინ, როცა დრო მოვა.“

იმისდა მიუხედავად, რომ ოპერაციული შემოსავალი კოკა-კოლა Costa-ს პროდუქტებზე 71%-ით შემცირდა მთელს მსოფლიოში, რამაც ძირითადად გავლენა იქონია კაფეების დახურვაზე ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთში კარანტინის დროს, კოკა-კოლას ბრენდის მოცულობა 1%-ით გაიზარდა, რაც გამოიწვია კოკა-კოლა ზეროს ნულოვანი შაქრის მაღალმა მაჩვენებლებმა.

გასულ თვეს, კოკა-კოლამ შეწყვიტა თავისი მთლიანი ბრენდის მარკეტინგი გაერთიანებულ სამეფოში, რასაც გამოეხმაურა იმით, რომ ის გადახედავს გადაწყეტილებას პერიოდულად და საქმის კურსში დააყენებს სააგენტოს პარტნიორებს მომავალი გეგმების შესახებ.

„ჩვენ შევაჩერეთ ყველანაირი კაპიტალის ხარჯები, გარდა იმისა, რომლებიც აუცილებელია ან უკვე იქნა გაღებული. სწრაფი და მყისიერი ქმედებებით, ჩვენ თავიდან ავირიდებთ ფლანგვას, გავაუმჯობესებთ ROI-სა და ხარჯებს და წლის მეორე ნახევარს მაქსიმალურდ მოქნილად დავხვდებით მაშინ, როდესაც, გამოვამჟღავნებთ პერსპექტივებს,“ – თქვა ჯონ მერფიმ, კოკა-კოლას აღმასრულებელმა ფინანსურმა ოფიცერმა და აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა. „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე არის იმ მრავალი ბერკეტის გამოყენება, რომლებიც ჩვენს განკარგულებაშია, რათა გავზარდოთ შემოსავალი და ბრუნვა. რაც შეეხება შემოსავლებს, ჩვენ შევიტანეთ არსებითი ცვლილებები ბრენდისა და პორტფელსა შეფუთვებში და ვიყენებთ სახელმძღვანელოებს ხელმისაწვდომლობასა და ღირებულებაზე, რომლებიც ძალიან გამოგვადგნენ წინა გლობალური კრიზისების დროს.“

კოკა-კოლა იყო რიგი ღონისძიებების სპონსორი, რომლებიც გადაიდო COVID-19-ის გამო, მათ შორის ოლიმპიური თამშიბისა და ევრო 2020-ის.

Nielsen-ის მონაცემებით, ბრენდი მუშაობს სააგენტოებთან გაერთიანებულ სამეფოში, როგორებიცაა McCann, Wieden & Kennedy, Ogilvy, Grey London და MediaCom, რისი ღირებულებაც 50 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ავტორი: ლუკა ბეროშვილი