დღეს, ქალთა მიმართ ძალადობა საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ეს თემა აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.  უამრავი ქალი არის ძალადობის მსხვერპლი ეს იქნება ფსიქოლოგიური, სექსუალური თუ ოჯახში ძალადობა. აღნიშნული დასტურდება სხვადასხვა კვლევით თუ სტატისტიკური მონაცემით. კერძოდ, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, 2017 წელს ჩატარებული კვლევის,  Global and regional estimates of  violence against women  შედეგების მიხედვით,  ქალთა მიმართ ძალადობა  ერთ-ერთ მთავარ პრობლემად არის დასახელებული.  ქალების მიმართ ძალადობა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საგანგაშო ნიშნულამდე მივიდა, რაც  იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საგრძნობლად იმატა მსხვერპლი ქალების რაოდენობამ. ეს არ არის ვარაუდი, ყველაფერი დამყარებულია კვლევაზე.

„საქართველოს უნივერსიტეტის“ კუსდამთავრებული, გვანცა ქორიძე, დაინტერესდა კონკრეტული თემით და მოამზადა საბაკალვრო ნაშრომი, სადაც ნათლად ჩანს, თუ რამხელა პრობლემის წინაშე დგას უამრავი ქალი, რომელიც ძალადობის მსხვერპლია.   მიზეზი, თუ რატომ ვერ საუბრობენ ძალადობის მსხვერპლი ქალები ამ პრობლემებზე, პირველ რიგში, არის ის, რომ   ჩვენს სოციუმში ტაბუდადებულია ძალადობის საკითხი. მეორეა სირცხვილის ფაქტორი, ქალები ხშირად შეურაცხყოფასა და ოჯახურ ძალადობას იტანენ იმის გამო, რომ ეშინიათ ხალხის წინაშე შერცხვენის.  ასევე, უფრო ხშირად,  საზოგადოება თავად ძალადობის მსხვერპლ ქალებს სდებს  ბრალს და ადანაშაულებს, ვიდრე ამართლებს და მხარს უჭერს.

ძალადობის მსხვერპლი ქალბატონების ისტორიები ემთხვევა ერთმანეთს. გამოკითხული  რესპონდენტებიდან თითოეული განიცდიდა ოჯახში ძალადობას მეუღლის მხრიდან. ეს ყველასთან   სხვადასხვაგვარად გამოიხატებოდა. ზოგი განიცდიდა ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას, სწავლის აკრძალავას  და სიტყვიერ შეურაცხყოფას.  მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ყველაფრის მიუხედავად, ქმრის სიყვარული, უსახლკაროდ დარჩენის შიში, სირცხვილის გრძნობა აიძულებთ მათ აიტანონ დამცირება და ძალადობა.  ქალებმა იციან, რომ ძალადობის შემთხვევაში უნდა მიმართონ პოლიციას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის და შიშის გამო, ყოველთვის იკავებენ თავს.  სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ქალებს თითქმის ყოველდღე უწევთ ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობის ატანა. ძალადობის გამო, ხშირად  უწევთ უარი თქვან სწავლაზე, რადგან მათ ქმრებს არ სურთ რომ ცოლებმა გააგრძელონ განათლების მიღება. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ქალები დიდ ყურადღებას აქცევენ სტერეოტიპებს და ოჯახში ძლადობას მალავენ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც ქალები არ მიმართავენ შესაბამის ორგანოებს დასახმარებლად. ეს ყოველივე კი, გამოწვეულია იმ სტერეოტიპის არსებობით,  რომ „ოჯახში კაცი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ქალი“.  რაოდენობრივი კვლევის კითხვაზე, ყოფილხართ თუ არა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი? რესპონდენტთა 79% -მა აღნიშნა, რომ არ გამოუცდია ოჯახში ძალადობა. ხოლო რესპონდენთა 21%-ს  აქვს გამოცდილი.

რესპონდენტების 38% ფქირობს, რომ ძალადობას ქალები ითმენენ „საზოგადოების აზრის წინაშე შიშის გამო„ 20% ფიქრობს, რომ ამის მიზეზია „ეკონომიკურად ქმარზე დამოკიდებულება “ 15%-ის  თქმით, „შესაბამისი განათლების ნაკლებობა“ , 11% ფიქრობს, რომ „შვილებს უმამოდ ვერ გაზრდის“, 8% ფქირობს, რომ „ძალადობა ოჯახური პრობლემაა“6% -ის თქმით, სამართლებრივი დაცვის მექანიზმზე ნაკლები ინფორმაცია გააჩნია.

კითხვაზე, – ჩარეულხართ თუ არა, როდესაც დაგინახავთ ქალზე ძლადობა? რესპონდენთა 47% პასუხობს, რომ „დიახ,იმიტომ, რომ ეს ჩემი მოვალეობაა“ რესპონდენთა 21% აღნიშნავს, რომ არ ჩარეულა, რადგან შეეშინდა.  ხოლო 14 % არ ჩაერია, რადგან თვლის,  „რომ ეს მათი კონფლიქტია“, რესპონდენტთა 18% -მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ შესწრებია მსგავს ფაქტს.

კვლევაში ასევე, მონაწილეობდნენ ფისქოლოგები. რა თქმა უნდა, ისინი დარწმუნებული არიან იმაში, რომ ქალებისთვის ფსიქოლოგიურ კონსულტაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.  ის ქალებს ეხმარება პრობლემის უკეთ დანახვაში და მის აღქმაში.  ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ სახელმწიფო  უნდა ეცადოს მაქსიმალურად აღმოფხვრას ძალადობის შემთხვევები შესაბამისი ზომების მიღებით. შესაბამისი სასჯელი უნდა წაუყენონ ყველა მოძალადეს და მაქსიმალირად უზრუნველყონ დაზარალებულები საჭირო დახმარებით.  რთულად მოსაგვარებელი პრობლემა არ უნდა აშინებდეს საზოგადოებას. პრობლემის აღმოსაფხვრელად, ერთადერთი გამოსავალია განათლების დონის ამაღლება. გარდა ამისა, ფისქოლოგებს  მიაჩნიათ,  რომ მნიშვნელოვანია პიროვნების სწორი აღზრდა და  ძალადობასთან დაკავშირებულ თემებზე ღიად საუბარი, საზოგადოების სტერეოტიპული აზროვნების შეცვლა და ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში.  თითოეული ადამიანის სიცოცხლე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მოძალადეებისა და მსხვერპლის მომრავლებული რაოდენობის წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება.  რა თქმა უნდა, ძნელია ქვეყანამ შეძლოს ფორსირებული ტემპით ძალადობის პრევენცია. განსაკუთრებული როლი ახალგაზრდობამ უნდა შეასრულოს, ვინაიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ადამიანის თვითშეგნების გაზრდასა და ახალგაზრდა თაობის კეთილგონიერებას.

კვლევის ანალიზი მოამზადა მარიამ ნავროზაშვილმა. „საქართველოს უნივერსიტეტის“ კურსდამთვარებულის,  გვანცა ქორიძის საბაკალავრო ნაშრომის საფუძველზე.