კორონა ვირუსის პანდემიის გამო დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებთ. ნებისმიერი ადამიანი თავშესაქცევის ძიებაშია იმისთვის, რომ ეს პერიოდი პროდუქტიულად და ხალისიანად გადააგორონ. ნაწილმა თაროზე შემოდებული საქმეები დაასრულა, ნაწილმა კი ახალი ჰობი შეიძინა. თუმცა, ამის პარალელურად, არავინ უარყოფს, რომ სახლში წონის კონტროლი და ფორმის შენარჩუნება უფრო და უფრო რთული ხდება.

მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ამ პრობლემას ახალი გამოწვევით გამოეხმაურა. „ჩემი ვარჯიშის წესი ბაკურიანთან ერთად“  მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ გამოწვევაში, ივარჯიშონ სახლის პირობებში და სხვასაც გაუზიარონ თავიანთი ვარჯიშის წესი. „ბაკურიანი“ კი იზრუნებს მონაწილეების წყლის ბალანსზე და მოამარაგებს 1 თვის სამყოფი წყლითა და სპრეით.

#ივარჯიშესახლში და ჩაერთე ბაკურიანის გამოწვევაში #ჩემივარჯიშისწესი 🔥 ბაკურიანი კი იზრუნებს შენი წყლის ბალანსზე და…

Posted by წყალი ბაკურიანი – Bakuriani Water on შაბათი, 25 აპრილი, 2020

„ბაკურიანი“ დაარსების დღიდან ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, რადგან სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წყლის მოხმარების კულტურის განვითარება წარმოადგენს ბრენდის მთავარი მიზანს.

#გვანცასდაოთოსვარჯიშისწესი – ფეხის კუნთების დატვირთვა

ფიზიკური დატვირთვა სასიცოცხლოდ აუცილებელია, ადამიანმა დღეში 15 000 ნაბიჯი მაინც უნდა გადადგას!🏃‍♂ როგორ მოვახერხოთ იგივე სახის დატვირთვა სახლის პირობებში? ამას გვანცა და ოთო დღევანდელ ვიდეოში გვასწავლიან🤸‍♀🙌#დარჩისახლში #ივარჯიშესახლში

Posted by წყალი ბაკურიანი – Bakuriani Water on ორშაბათი, 27 აპრილი, 2020

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, „ბაკურიანი“ მომხმარებლების გამხნევებას არა მარტო გამოწვევებით, არამედ საინტერესო ფაქტებითა და DIY ტიპის ვიდეოებითაც ახერხებს, რომლებიც როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვისაც თანაბრად საინტერესოა. შემეცნებითი მიმართულება ძირითადად მოიცავს ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების ჩვევებისა და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების შესახებ.

იცოდით, რომ ვიტამინები, რომლებსაც ფორთოხლის ქერქი შეიცავს და მას ყვითელ შეფერილობას აძლევს, ანტისხეულების გამომუშავებას…

Posted by წყალი ბაკურიანი – Bakuriani Water on სამშაბათი, 31 მარტი, 2020

#შექმენისათამაშო კი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მცირე რესურსით მშობლები და შვილები ძალიან სახალისო სათამაშოების შექმნას გვასწავლიან სახლის პირობებში.

#დარჩისახლში და #შექმენისათამაშო

მზად ხართ დაუვიწყარი ოჯახური მხიარულებისთვის?🤩 დაუძახეთ თქვენს ციდებს🤸‍♀ მოიმარჯვეთ რამდენიმე მარტივი ნივთი და შექმენით ძალიან სახალისო სათამაშო თამრისთან, კოსტასთან, ილიასთან და ნიკასთან ერთად🎊✈️#დარჩისახლში #შექმენისათამაშო

Posted by წყალი ბაკურიანი – Bakuriani Water on კვირა, 26 აპრილი, 2020

დროა ჩავერთოთ „ბაკურიანის“ გამოწვევებში და ვარჯიშთან ერთად შემეცნებითი და გასართობი აქტივობებითაც გავიმრავალფეროვნოთ სახლში ყოფნის დღეები.

ავტორი: თამარ ხელაძე