საახალწლო სეზონი ის გამორჩეული პერიოდია, როცა მაღალბიუჯეტიანი სადღესასწაულო რეკლამები დიდ მნიშვნელობას იძენს. თუმცა,  საკმაოდ რთული წლის შემდეგ ეკონომიკურმა მდგომარეობამ ამ სფეროზეც იმოქმედა.

სწორედ ამის გამო, წლევანდელი რეკლამები აქცენტს აკეთებენ იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია ექსტრავაგანტული საჩუქრებისა და დიდი შეკრებების მაგივრად, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაზიარებული პატარა, მაგრამ ბედნიერი მომენტები.

1.Amazon –ის The Show Must Go On  – შოუ უნდა გაგრძელდეს

„ამაზონის“  კამპანია ახალგაზრდა ბალერინას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ასეთი გამოწვევებით სავსე წლის მიუხედავად, საზოგადოებას  თავის პერფორმანსს წარუდგენს, რომელსაც ჯგუფ ქვინის  The Show Must Go On-ის  ფონზე ასრულებს.

რეკლამაში 17 წლის  ბალერინა, ტაის ვინოლო მონაწილეობს, რომელიც თავისი პერსონაჟის მსგავსად, სახლში აგრძელებს რეპეტიციასა და ვარჯიშს. აქ მოთხრობილია მისი ამბავი – თუ როგორ მიიღო  მთავარ როლი, სპექტაკლში, რომელიც კოვიდის გამო  უქმდება. თუმცა, ამის მიუხედავად, ის ყველგან და ყოველთვის ვარჯიშობს. ემოციურ ფინალში კი, ამ ქმედებით შთაგონებული მთავარი პერსონაჟის და  და და გარშემო მყოფი ადამიანები  იკრიბებიან,რათა დაუთმონ მას ის სცენა, რომელიც ასე ძალიან სურდა.

2.Xfinity -ის The Greatest Gift  – დიდებული საჩუქარი

 ამ სახალისო რეკლამაში ჩრდილოეთ პოლუსზე მცხოვრები ელფები სანტას, რომელსაც მსახიობი სტივ ქარელი ასრულებს, არწმუნებენ, რომ გადახედოს წლევანდელ საახალწლო იდეებს (მიზეზი – პანდემია) რათა  სადღესასწაულო განწყობის გავრცელების გზა იპოვონ. სანტასთან  ზუმით შეხვედრის შემდეგ,  ელფები მოიფიქრებენ, რომ ისეთი საჩუქრები შეფუთონ,როგორიცაა მაგალითად,  ბაბუის ძველი ისტორიები. ბოლოს კი, სანტა მათ ეუბნება და რეალურად ყველა ადამიანს, რომ რთული წლის მიუხედავად მოახერხერონ და  იპოვონ  ამ ყველაფრის გაკეთების უკეთესი გზა.

3.Erste-ის   Edgar’s Christmas   – ედგარის შობა

ეს ანიმაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ნაკლებად ცნობილ ფინანსური მომსახურების კომპანიას ეკუთვნის. მოხუცი, უბედური ედგარი უმეტეს დროს მარტოობაში ატარებს თავის ოთახში მანამ,  სანამ მომვლელი მას ისეთ საჩუქარს გაუკეთებს, რომელიც წარსულში ამოგზაურებს.

4.Coca-Cola -ს   Christmas 2020  – შობა  2020

მამას ავიწყდება ქალიშვილის მიერ გადაცემული წერილის სანტა კლაუსისთვის გაგზავნა. სწორედ ამიტომ, იწყებს ეპიკურ თავგადასავალს იმისთვის, რომ თავად მიიტანოს ჩრდილოეთ პოლუსზე ეს წერილი, რათა საბოლოოდ გააანალიზოს ის, რომ მისი ქალიშვილის  სურვილი ისაა, რისი  შესრულებას მხოლოდ თავად მას შეუძლია.

5.Kohl’ -ის  Give With All Your Heart  – გაეცი მთელი გულით 

ეს ვიდეო ბავშვების გულთბილი საშობაო სურვილების ილუსტრაციაა. პატარა გოგონა მოპირდაპირე სახლში მცხოვრებ მეზობელს უმეგობრდება, რომელსაც ფანჯრებზე უტოვებს წარწერებს და ასე ესაუბრება. ერთ დღესაც აღმოაჩენს,რომ ქალი აღარ ჩანს და დიდხანს ელოდება მას. შობის დღეს კი, მისი მეგობარი ბრუნდება და ფანჯრიდან უქნევს მას ხელს, რომელზეც საავადმყოფოს სამაჯური უკეთია.

6. Capital One-ის  Late Night – გვიანი ღამე

ამ რეკლამაში სემუელ ლ. ჯექსონი ცნობილ მსახიობ ჯონ ტრავოლტასთან ერთად გვევლინება, რომელიც წმინდა ნიკოლასის როლშია და სემს, მისი უწმაწური სიტყვების გამო, იმ სიაში წერს, რომელშიც ცუდი საქციელის მქონე ბავშები ხდებიან.

7. Disney UK –ის  From Our Family to Yours  — ჩვენი ოჯახიდან თქვენ

ეს ემოციური ანიმაცია გვეუბნება,რომ არასდროსაა გვიან დაუახლოვდე საყვარელ ადამიანებს და ახალი სიცოცხლე შესძინო ძველ ტრადიციებს.

8. Waitrose & John Lewis -ის   Give a Little Love  – გაეცი მცირე სიყვარული

სუპერმარკეტების ქსელი John Lewuis  ცნობილია მისი საშობაო რეკლამებით. წელს მან გადაწყვიტა აქცენტი გაეკეთებინა პატარა მომენტებზე – შემთხვევით გაკეთებული სიკეთის ჯაჭვი, რომელიც სადღესასწაულო განწყობას ავრცელებს. როგორც ყოველთვის, ეს ვიდეოც სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებითაა შექმნილი.

 

ავტორი: ანა ქავთარაძე