ბოლოს როდის გქონდათ ძალიან კარგი იდეა? შეიძლება ისინი ჩუმად გეპარებიან, ძილის დროს. ან, შეიძლება, უბრალოდ, არ გაქვთ დრო თქვენს შემოქმედებითობას მისცეთ თავის წარმოჩენის საშუალება.

როგორც გაეროს მსოფლიო კრეატიულობისა და ინოვაცვიების დღე გვიჩვენებს, ბევრი მიზეზი არსებობს იმასა, თუ რატომ უნდა გამოვყოთ დრო ჩვენს ყოველდღურ ცხოვრებაში იმისათვის, რომ ვიფიქროთ, ვიოცნებოთ და სიახლეები დავნერგოთ. მაგრამ, იცოდით, რომ …?

1.კრეატიულობა კარგია ეკონომიკისთვის.

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კრეატიული ეკონომიკის პერსპექტივის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, კრეატიული ეკონომიკა ყვავის. 2002-2015 წლებში კრეატიული საქონლის გლობალური ბაზარი, სადაც დომინირებს დიზაინი, მოდა და ფილმი, ზომაში ორჯერაა გაზრდილი – 208 მილიარდი დოლარიდან 509 მილიარდ დოლარამდე.

კრეატიულ-ციფრული ეკოსისტემის გაჩენამ, სადაც ინფორმაცია, მედია და კრეატიული კონტნენტი ერთმანეთს ერწყმის, საშუალება მისცა იდეებს და ინფორმაციას სწრაფად გლობალიზებულიყო, რამაც შექმნა ეკონომიკის ზრდის პოტენციალი. რაც უფრო მეტად ვართ დაკავშირებული, მით უფრო დიდია მოთხოვნა ხარისხიან კონტენტზე, კრეატიულ პროდუქტსა და მომსახურებაზე.

2.კარგია გარემოსთვის.

საზიარო ეკონომიკის, სოციალური მეწარმეობისა და იდეების გავრცელების ზრდასთან დაკავშირებით,  UNCTAD – ის დასკვნაში ნათქვამია :

„შემოქმედებით ეკონომიკას აქვს ძალა, გავლენა მოახდინოს და შთააგონოს დღევანდელ და მომავალ თაობებს, დაიცვას ჩვენი პლანეტა, ხალხი, კულტურა, ბუნებრივი რესურსები და შესაბამისად, თავისი წვლილი შეიტანოს უფრო მდგრადი განვითარების გზაზე.“

3.რატომაა ზოგი ადამინი უფრო კრეატიული.

ნეირომეცნიერმა როჯერ ბიტმა დაასკანერა ადამიანის ტვინი, როდესაც ის ასრულებდა კლასიკურ „განსხვავებული აზროვნების“ ტესტს, რომელიც გულისხმობს იდეების მოფიქრებას, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა ნივთი უჩვეულო გზით. მისმა გუნდმა დაადგინა, რომ ორიგინალური იდეების მოფიქრებისას, მაგალითად, წყლის ფილტრაციისთვის წინდის გამოყენება, უფრო ძლიერი კავშირები არსებობდა „მაღალკრეატიულ“ ტვინის ქსელში. „ჩვენი შედეგები ვარაუდობს, რომ კრეატიული ადამიანები უკეთესად ააქტიურებენ ტვინის რამდენიმე ქსელს ერთდროულად, რომლებიც, როგორც წესი, დამოუკიდებლად მუშაობენ“ – თქვა ნეირომეცნიერმა „The Conversation“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

4.მნიშვნელოვანია ხელმძღვანელობისთვის/ლიდერობისთვის.

2010 წელს, IBM-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც 1500 აღმასრულებელი დირექტორი (CEO) იღებდა მონაწილეობას, დადგინდა, რომ კრეატიულობა ლიდერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია. მათ, ვინც აირჩიეს კრეატიულობა ლიდერის სამ საუკეთესო თვისებათა შორის, 20%-ით მეტი იყო ბიზნესმოდელის ცვლილების გზით სიახლის დანერგვის  მცდელობა.

შემოქმედებითობა არასდროს ყოფილა ბიზნეს-ლიდერებისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ახლა. IBM-ის დასკვნაში ნათქვამია: „არამდგრად გარემოში, უფრო ეფექტურად სამართავად, შემოქმედი ლიდერები უფრო მეტად ახალისებენ და მეტ ექსპერიმენტს ატარებენ ყველა ტიპის ბიზნესმოდელის ფარგლებში.“

5.უმნიშვნელოვანესია სამუშაოს მომავლისთვის.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამუშაოების მომავლის ანგარიში პროგნოზირებს, რომ კრეატიულობა, ინოვაცია და იდეა იქნება ძირითადი უნარები მომავალი თანამშრომლებისთვის. უნარები, რომლებიც ანალიტიკურ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრას თან ახლავს, ჩაანაცვლებს ხელით შესასრულებელ დავალებებს და გახდება ავტომატიზირებული. მაგრამ, ხელოვნური ინტელექტის გათვალისწინებით, 2049 წელს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დავწეროთ საუკეთესოდ გაყიდვადი New York Times. White Paper-ის 2018 წლის ფორუმზე შემოქმედებითი შეფერხების თანახმად, ჩვენ ასევე, მოგვიწევს ადაპტირება, რომ ვიცხოვროთ შემოქმედებით სიმბიოზში ტექნოლოგიებთან:

“რაც შეეხება შემოქმედებით ეკონომიკას, ის შეიძლება არც იყოს, თუკი არ არის განზრახული ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩვენი ჩანაცვლება. მაგრამ, საკითხავია, გვექნება თუ არა სურვილი შევასრულოთ როგორც რუტინული, ისე კრეატიული სამუშაო.  ხელოვნური ინტელექტი უფრო და უფრო მეტად შეძლებს, რომ თვითონ გააკეთოს არჩევანი.“

 

ავტორი: მეგი მარტიაშვილი