როგრი ყურადღებითაც ვაკეთებთ სვლებს საჭადრაკო დაფაზე,  ისე ფრთხილად  უნდა ვგეგმავდეთ ჩვენს კამპანიებსაც.

„ნეტფლიქსის“  „ლაზიერის გამბიტმა“ საყოველთაო აღიარება მოიპოვა. სერიალმა, რომელიც ვოლტერ ტევისის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული, მაყურებელი ელიზაბეტ ჰარმონის ამბით მოხიბლა. გოგონა ობოლი, მაგრამ  გამორჩეული უნარების მქონე მოჭადრაკეა, რომელიც სერიალის განმავლობაში, პერსონალურ დემონებთან ბრძოლის პარალელურად, ჭადრაკის ოსტატების დონემდე მაღლდება.

გაკვეთილები, რომლებიც „ლაზიერის გამბიტისგან“ უნდა ვისწავლოთ:
  1. განსაზღვრე შენი ნაბიჯები უფრო ფრთხილად

ჭადრაკი რთული თამაშია. ის მოითხოვს სტრატეგიულ დაგეგმვას, გამარჯვების მოსაპოვებლად. განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკურენტუნარიან ტურნირებში იღებ მონაწილეობას. ჰარმონიმ ეს ყველაფერი მოახერხა მრავალი თამაშით, რომლის საშუალებითაც ვარჯიშობდა და ჭადრაკის ოსტატების შესახებ დაწერილი წიგნების კითხვით. ის ვარჯიშს აგრძელებდა განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი ნელ-ნელა მოთამაშეთა რეიტინგში უფრო და უფრო მაღლა იწევდა და თამაშობდა საერთაშორისო დიდოსტატებთან.

ამასთან, ეს იყო მისი  სტრატეგიის და მისი, როგორც ნიჭიერი მოთამაშის, ბუნებრივი ინსტინქტების კომბინაცია, რისი საშუალებითაც, საბოლოოდ, ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება მოახერხა.

ანალოგიურად, კომუნიკაციების სფერო მოითხოვს, რომ სტრატეგიულად სწორად დაგეგმო მესიჯი, კონტენტი და კამპანიები. დარწმუნდე, რომ შესაფერის დროს, შესაფერისი არხის საშუალებით შესაფერის აუდიტორიას აღწევ იმისათვის, რომ საბოლოოდ, წარმატებით მოუწოდო მათ მოქმედებისკენ. ცოდნა კონკურენტების ძალისხმევის შესახებ, გეხმარება რომ დახვეწო შენი უნარები და კამპანიები. თუმცა, აუცილებელია პიარპროფესიონალები საკუთარ ინსტინქტებსაც ენდონ, რომლებიც ხელს შეუწყობენ სწორად დაგეგმონ მომავალი ნაბიჯები. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, კრიზისული სიტუაციების დაძლევას უფრო მოხერხებულს გახდის.

  1. არასდროს იმოქმედო მარტო

მიუხედავად იმისა, რომ სერიალის განმავლობაში ჰარმონიმ მეგობრები შეიძინა, მისი ტრაგიკული აღზრდის გამო, ძირითადად, მაინც მარტოსული იყო. იგი იტანჯებოდა მსოფლიო ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონ ვასილ ბორგობთან ორჯერ წაგების და მრავალი მარცხის გამო, რასაც არაბიოლოგიური დედის სიკვდილი დაემატა. ამ ყველაფერმა კი, უბიძგა ალკოჰოლის და ნარკოტიკის კვლავ მოხმარებისკენ. მხოლოდ ბავშვობის მეგობრის დახმარებით შეძლო 1968 წლის მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე ბორგოვის დამარცხება. ჰარმონი  ვერ გააუმჯობესებდა თავის უნარებს და ვერ ისწავლიდა მნიშვნელოვან მიგნებებს, რომ არა მისი თანამოაზრეები და მეგობრები.

პიარი არ არსებობს ვაკუუმში, მხოლოდ თქვენ მიერ ყველაფრის კეთებით. არ გამოგრჩეთ თქვენი თანამშრომლების, ლიდერების, კოლეგების პოტენციალი, მათი ხედვები და იდეები. ამის ნაცვლად, ეცადეთ გუნდურად იმუშაოთ და კარგი კომუნიკაცია დაამყაროთ

მაშინაც კი, თუ კოვიდ-19-ის გამო დისტანციურად გიწევთ მუშაობა. საჭირო იდეები, რჩევები, სტრატეგიები როგორც კოლეგებმა, ასევე  ორგანიზაციებმა, მთლიანად ინდუსტრიამ, უნდა გაუზიაროს ერთმანეთს, რათა ყველამ მიიღოს მითითებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იმოქმედოს კრიზისისას და მოემზადო 2021 წლისთვის.

ასევე, არასდროს შეგეშინდეთ იმის აღიარება, რომ რაიმეს ვერ აკეთებთ და გიჭირთ. ღიად ყოფნა ყოველთვის საუკეთესო პრაქტიკაა, შიდა და გარე კომუნიკაციისთვის. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია რომ ნდობა დაამყაროთ და გაურკვევლობის დროს მხარი დაუჭიროთ თანამშრომლებს.

  1. ძალიან მნიშვნელოვანია დამრიგებლური ურთიერთობები

მას შემდეგ, რაც ჰარმონიმ გაიგო მისი მენტორის, მისტერ შაიბელის გარდაცვალების ამბავი, ის ესტუმრა ბავშვთა სახლს, რომელშიც დაფიცებული ჰქონდა, რომ აღარასდროს შეადგამდა ფეხს. სარდაფში შესვლისას, სადაც მან დარაჯისგან ისწავლა ჭადრაკის თამაში, იპოვა კოლექცია გაზეთიდან ამოჭრილი სტატიების, სადაც მის ინტერვიუებზე და მოგებებზე იყო საუბარი. ასევე, ფოტო, რომელიც მათ ერთად ჰქონდათ გადაღებული, როცა ჰარმონი პატარა იყო. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ჰარმონიმ იტირა, რადგან მას ახსოვდა ეს ადამიანი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.

განსაკუთრებით იმ ინდუსტრიაში, რომელშიც ყველაფერი მხოლოდ იმაზე არაა დამოკიდებული „რა იცი“, არამედ იმაზე, თუ „ვის იცნობ,  მენტორობა განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს ორივე ადამიანისთვის – ვინც სწავლობს და ვინც ასწავლის.

გუნდის წევრებთან კომუნიკაციასთან ერთად, გასათვალისწინებელია ის, თუ როგორ შეგიძლია ეს ყველაფერი გაკვეთილად მიიღო. თუ პიარში ახალი ხარ, ან საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ნუ შეგეშინდება პიარ პროფესიონალებთან კომუნიკაციის დამყარების და მათგან რჩევების მიღების. თუ ვეტერანი კომუნიკატორი ხარ, მაშინ გაითვალისწინე, რომ კარგი ნაბიჯი იქნება შენი ცოდნის მათთვის გაზიარება, ვინც ახლა იდგამს ფეხს ამ სფეროში. მენტორობას შეუძლია განავითაროს და ხელი შეუწყოს კარიერულ წინსვლას და შესაძლებლობებს, რაც ამ ძალისხმევას კიდევ უფრო ღირებულს ხდის.

  1. წარმართე შენი თამაში

მოსკოვში, როცა ბორგოვა ამარცხებს ჰარმონის, ის აწვდის მას მეფის ფიგურას და ეუბნება: აიღე, ეს შენი თამაშია.

გახადეთ თქვენი, როგორც კომუნიკატორის და პიარპროფესიონალის როლი უფრო მნიშვნელოვანი. დარწმუნებული იყავით თქვენს ცოდნასა და შესაძლებლობებში, რომ შეასრულოთ თქვენი მოვალეობა ორგანიზაციის ან კლიენტის წინაშე. ურთიერთობებისა და ნდობის გამყარების შემდეგ, კოლეგებისთვის, დირექტორებისთვის, კლიენტებისა თუ თანამოაზრეებისთვის სანდო ექსპერტად იქცევით.

 

ავტორი: ანა ქავთარაძე