საზოგადოებასთან ურთიერთობის ლეგენდა, საერთაშორისო პიარსააგენტო Edelman-ის დამფუძნებელი, რიჩარდ ედელმანი თვლის, რომ მეთოდები, რომელიც პიარში გამოიყენება, უკვე მოძველებულია და საჭიროა, რომ ორგანიზაციები გახდნენ მეტად პატიოსნები, გულწრფელები, ნაკლებად იყვნენ ორიენტირებული მომხმარებლამდე მხოლოდ კონკრეტული მესიჯის მიტანასა და სხვადასხვა ხრიკის გამოყენებაზე. ის გვთავაზობს სამ მთავარ ქმედებას, რომლის საშუალებითაც განვაახლებთ ჩვენს კომუნიკაციას.

– იყავი გულწრფელი, რადგან ფული ყველაფერი არ არის.

ხალხის ყურადღებას ისეთი იდეები იქცევს, რომლებიც ამბიციურია, საზოგადოების განვითარებისკენაა მიმართული და არ წარმოადგენს მხოლოდ არაფრისმომცემ ხრიკებს ან ფოკუსებს.

იყო მომენტი, როცა სახელმწიფო ფინანსურად დაეხმარა სხვადასხვა სფეროს, თუმცა ახლა ისევ ვბრუნდებით რეალურ მსოფლიოში და მთავარი კითხვაა ის, თუ როგორ გამოვიმუშავებთ ფულს შეზღუდვების პირობებში. ძლიერი კომპანიები ამ ყველაფერს დაძლევენ, თუ იქნებიან კრეატიულები, ამბიციურები და გულწრფელები. ბოლო სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ფინანსურ მხარეზე არაა დამოკიდებული.

– სწორად წარმართე შენი უარყოფითი სიახლე.

ერთ-ერთმა მსახიობმა ძალიან სასაცილოდ იხუმრა პირბადის ტარებაზე, რაც სახალისო იყო. თუმცა, კარგი იქნება, თუ მოვისმენთ ადამიანურ ისტორიებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ამ ქმედების მთავარი მიზანი არის ახლო ადამიანებზე ზრუნვა, რომლებიც ავად არიან. ეს უნდა იყოს ამბები, რომლებსაც ყველა გულთან ახლოს მიიტანს. მხოლოდ კარგი სიახლის შეტყობინების იდეა აღარ არის საკმარისი, რადგან დღეები, როცა ყველაფერი კარგად იყო, დამთავრდა. ადამიანები თავად დაიწყებენ ცუდი ამბების ძებნას, თუ თქვენ არ მიაწვდით მას. ეს შეიძლება თქვენთან ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს.

ძველი დროის პიარი გულისხმობდა მესიჯის სახით ნახევარი ისტორიის მოყოლას. მესიჯი არ უნდა ისმოდეს ისე, თითქოს რომელიმე ადვოკატმა ან მოსამართლემ დაწერა ის. უკეთესი იქნება ის იყოს გადმოცემული მარკეტინგის მენეჯერის ან ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ, როგორც მათი ამბავი.

– სწორად განსაზღვრე შენი პიარ-პრიორიტეტები.

ახლა არის იმგვარი თავისუფლება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ისეთი იდეის განხორციელება, რომელიც წინა წლებში არც კი განიხილებოდა. კლიენტები ცვლიან თავიანთ პრიორიტეტებს. ისინი ეძებენ პიარ კომპანიებს, რომელთა საშუალებითაც უკეთ გაიცნობენ თავიანთ ბრენდს და სწორედ ამიტომ გვჭირდება, რომ ვიყოთ სწრაფები და ფეხი ავუწყოთ სიახლეებს. თუ ცვლილებაა საჭირო, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო, რადგან ახლა მნიშვნელოვანია მოქმედება.

მე ვუყურებ პიარს, როგორც კომუნიკაციის სახეს, რომელიც არის არა მხოლოდ გამოსახულებისა და აღქმისთვის, არამედ მოქმედებისთვის. კომპანიებმა კარგად უნდა შეისწავლონ თავიანთი პრობლემები, რომ შემდეგ შეძლონ  იმის განსაზღვრა, თუ როგორ გადაჭრან ისინი, რა სტრატეგია დასახონ, რა იდეა მოიფიქრონ და საბოლოოდ, ამ ყველაფრის შედეგად, როგორ განავითარონ საკუთარი ორგანიზაცია.

 

ავტორი: ანა ქავთარაძე