1 . ბედნიერი შობა!

ყველას გვინდა ბედნიერი შობა,  მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?  არსებობს კვლევა, რომელიც ფსიქოლოგმა, PsyBlog- ის ავტორმა და დამფუძნებელმა – ჯერემი დინმა ჩაატარა. კვლევა გვაჩვენებს, რომ ფოკუსირება ხარჯვასა და მოხმარებაზე  ნაკლებ ბედნიერებას უკავშირდება, ხოლო ოჯახი,  რელიგიური ტრადიციები, ღონისძიებები უფრო მეტ ბედნიერებას ანიჭებს ადამიანს.

2.რომელი შოკოლადია საუკეთესო?

უნდა ვიყოთ თუ არა ცუდ ხასიათზე  შობის დღესასწაულზე? – არა (შოკი! საშინელება!), ალბათ ცოტაოდენი შოკოლადი დაგვეხმარება სიტუაციის გამოსწორებაში. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ რომელი სახის შოკოლადი უნდა შეარჩიოს ადამიანმა, რათა მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება:  ჩვეულებრივი შოკოლადი, რძის შოკოლადი თუ შავი შოკოლადი?  პასუხისთვის მივმართავთ შოკოლადის ბედნიერებასთან კავშირის  (Chocolate Happiness) სასიამოვნო კვლევას. 

ეს არის რეალური, შემთხვევითობის პრინციპზე  დამყარებული ტესტი. ტესტი მარტივია და შეგიძლიათ საკუთარ თავზეც  გამოსცადოთ.

3.არასწორი საჩუქრები.

საჩუქრის ჩუქება და მიღება შეიძლება იყოს ცუდი და რთული პროცესი.  ჩვენ გვგონია, რომ ახლოს მყოფი ადამიანები კარგად გვიცნობენ, მაგრამ ხშირად ეს ასე არ ხდება. როდესაც ცუდ საჩუქარს ვიღებთ, ის ცუდად აისახება ურთიერთობაზე.  ამასთან, როგორც ჩანს, მამაკაცებსა და ქალებს აქვთ განსხვავებული ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმი. ცუდი საჩუქრების მიღების დროს, ქალები აჩვენებენ, რომ ეს საჩუქარი არის მხოლოდ ის, რაც ყოველთვის სურდათ, მამაკაცები კი უფრო ხშირად ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ.  შემდეგ კი იწყება კამათი.

4.არ აჩუქოთ ფული!

ფული, ალბათ, ცუდი საჩუქარია.  იმიტომ, რომ მას არ შეუძლია მნიშვნელოვანი მესიჯის გაგზავნა ახლო ურთიერთობაზე, მას აქვს არასწორი გზავნილი, რომელიც ადამიანის სტატუსს უკავშირდება. როგორც ჩანს,  ბავშვებისთვის ფულის მიცემა კარგია, მაგრამ არა მოზრდილებისთვის.

5.ეს ყველაფერი გაცემაზეა.

როგორც მოგეხსენებათ, შობა არ არის რაღაცების მიღება.  შენც უნდა  გასცე ემოციები, ბედნიერება, საჩუქრები და ა.შ . ამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფულის სხვებისთვის დახარჯვა მეტად  უწყობს ხელს საკუთარ ბედნიერებას, ვიდრე საკუთარი თავისთვის ფულის ხარჯვა.

6.რას ამბობს თქვენი დეკორაცია თქვენზე?

კვლევების თანახმად, სახლის ექსტერიერის დეკორაცია სხვა ადამიანებს აფიქრებინებს, რომ თქვენ ხართ უფრო კომუნიკაბელური და, შესაძლოა, უფრო ინტეგრირებული საზოგადოებასთან.

7.შობის სურნელი.

ეს ის სეზონია, როდესაც მაღაზიები გადატვირთულია.  საშობაო მუსიკა თვეების განმავლობაში ყველგან ისმის, მაგრამ ხომ არ “შეგხვედრიათ” საშობაო სუნი?  ამ კვლევის თანახმად, საშობაო მუსიკა კავშირშია საშობაო სურნელთან მაღაზიებში.  ამით, ჩვენი დამოკიდებულება  და მათი მონახულების ალბათობა  იზრდება.

8.კარგი საკვები ძირითადად გონებაშია.

კვების ფსიქოლოგი, ბრაიან ვანსინკი აღწერს  სხვადასხვა ხრიკს საკვებზე, მათ მიღებაზე და  ხალხის მიერ მათ აღქმაზე. ეს ყველაფერი ეხება „ჰალო ეფექტის” (როდესაც საკუთარი გონება იდუმალებაა) გამოყენებას.  დაივიწყეთ ოხრახუში და ჩურჩხელა, ისაუბრეთ თურქეთის ორგანულ ფერმერზე, გამოიყენეთ გამომწვევი ეტიკეტები საჭმლისთვის, რომელსაც ამზადებთ, თქვით, რომ ღვინო პირველი ხარისხისაა, თუნდაც ეს მხოლოდ ლაპარაკი იყოს.

9.ჰალუცინაცია.

ეს არ არის ალკოჰოლთან დაკავშირებული. ეს შედარებით მცირე კვლევაა, სადაც მონაწილეებს სთხოვეს მოესმინათ “თეთრი ხმაურისთვის” და დაეჭირათ ღილაკზე, როდესაც გაიგებდნენ  ბინგ კროსბის სიმღერას “თეთრი შობა”.  მონაწილეთა თითქმის ერთმა მესამედმა ერთხელ მაინც დააჭირა ღილაკს, მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ ხმაური იყო და არა სიმღერა. მკვლევარებისთვის ეს არის სმენის ჰალუცინაციებისა და ფანტაზიისკენ მიდრეკილება. რეალურად, ეს მიანიშნებს დიდ მაღაზიაში ჩვენს დახარჯულ დროზე.

10.საშობაო სულის ძებნა.

კონკრეტულად, რა არის “საშობაო სული”?  450 ადამიანის გამოკითხვის თანახმად, საშობაო სულისკვეთებას ხუთი კომპონენტი აქვს: ბონჰომია, გეიების მიტოვება, რიტუალები, შოპინგი და ცოტათი საზიზღრობა.

11.ცუდი ხუმრობები.

საშობაო და ცუდ  ხუმრობებთან  არაწმინდა კავშირში შეიძლება დავადანაშაულოთ  თომას ჯ. სმიტი, რომელმაც 1847 წელს გამოიგონა საშობაო კრეკერი.  თითქმის არცერთ ჩვენგანს არ გაგვცინებია ამაზე, როგორც ეს დაადასტურა ონლაინ გამოკითხვამ, რომელშიც 2 000 ადამიანი  მონაწილეობდა. ყველაზე რეიტინგულმა ხუმრობამ ადამიანების მხოლოდ 12% -ს დაუფიქრებელი ღიმილი მოუტანა.  შთამომავლობისთვის ეს არის: ”რას უწოდებთ პინგვინს საჰარის უდაბნოში” ?  – დაკარგულს.

12.თოვლის ბაბუა.

ამ კვლევაში იკითხება, თუ რატომ ცდილობენ მშობლები სანტა კლაუსის მითის პოპულარიზაციას ბავშვებში.  გამოკითხული 318 მშობლისგან მათ დაადგინეს, რომ ეს მითი უბრალოთ მოსწონთ და ახარებთ მათ და მათ შვილებს.

რა შუაშია მითი? თოვლის ბაბუა აშკარად რეალურია.

 

ავტორი: მარიამ ნავროზაშვილი