კომუნიკაციების სფეროში მოღვაწეობა ავტომატურად მოიცავს მუდმივად თვითგანვითარებაზე ზრუნვას. განსაკუთრებით 21 – ე საუკუნეში, სადაც ინდუსტრია ელვის სისწრაფით ვითარდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტისთვის კი მეტად მნიშვნელოვანია ადაპტაციის უნარის გამომუშავება და ტრენდებისთვის ფეხის აწყობა.

დღეს გაგაცნობთ 10 წიგნს საზოგადოებასთან ურთიერთობის შესახებ, რომლებიც ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარებიან:

  1. Contagious: Why Things Catch On by Jonah Berger

New York Times-ის  ეს ბესტსელერი ახერხებს ახსნას, თუ რა იწვევს გარკვეული პროდუქტებისა და იდეების ვირუსულ გავრცელებას.

წიგნის ავტორი, Wharton-ის უნივერსიტეტის პროფესორი მარკეტინგის მიმართულებით, Jonah Berger-ი ამტკიცებს, რომ პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, რეკლამა კი არ არის ის, რაც პოპულარობას იწვევს, არამედ საიდუმლო იდეების სოციალურ გადაცემაში იმალება. ამ წიგნში მოცემულია მთელი რიგი პრაქტიკაში გამოსაყენებელი ტექნიკები, რომლებიც ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელებას და იდეალურია ნებისმიერი პიარ სპეციალისტისთვის.

  1. Everybody Writes by Ann Handley

წიგნის ავტორი, Ann Handley–ი  მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სოციალურ მედიაში პოსტებისა და ბლოგების წერით არის დაკავებული, მწერალია.

მისი წიგნი გვასწავლის თუ როგორ შევქმნათ წარმოუდგენლად კარგი კონტენტი და შედგება ტექნიკებისგან, რომელიც მოიცავს ყველა ციფრულ აქტივობას დაწყებული ვებსაიტებიდან დამთავრებული ბლოგპოსტებითა და იმეილ მარკტინგით.

  1. Spin Sucks: Communication and Reputation Management in the Digital Age by Gini Dietrich

Gini Dietrich ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული PR ბლოგის დამფუძნებელად მიიჩნევა. მრავალწლიანი მუშაობის პროცესში მან შეაგროვა ყველა სასარგებლო რჩევა და ინსტრუმენტი ეფექტური და ეთიკური კომუნიკაციისთვის და ერთად მოუყარა თავი. მის წიგნში შეიტყობთ, თუ როგორ უნდა მიაწოდოთ აუდიტორიას ინფორმაცია ეფექტურად, და როგორ შექმნათ ახალი და განსხვავებული კონტენტი.

  1. The New Rules of Marketing and PR by David Meerman Scott

ციფრული სამყარო ყოველდღიურად ახალ წესებს ქმნის კომუნიკაციების სპეციალისტებისთვის.

წიგნში, David Meerman Scott-ი გასწავლით, თუ როგორ უნდა ვისარგებლოთ ინტერნეტის შესაძლებლობებით უფრო ეფექტურად და როგორ გამოიყენოთ ის მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის.

  1. Writing Tools: 55 Essentials for Every Writer by Roy Peter Clark

ამ წიგნში ავტორი გვიზიარებს ჟურნალისტიკური საქმიანობის პერიოდში შეძენილი წერითი უნარ-ჩვევების ტექნიკებს.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი უშუალოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის არ დაწერილა, პოპულარულობით სარგებლობს ნებისმიერ ინდუსტრიაში, რომლებსაც წერასთან მჭიდრო კავშირი აქვთ.

  1. The Business of Persuasion by Harold Burson

Harold Burson-ის ეს წიგნი საზოგადოებასთან ურთიერთობის შესახებ აუცილებლად წასაკითხ წიგნთა შორის არის. წიგნი ავტორის გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიწერა და შესაბამისად, საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობაც ავტორის პირადი თუ პროფესიონალური გამოცდილების მაგალითებზე დაყრდნობით არის განხილული.

  1. The Little Book of Big PR: 100+ Quick Tips to Get Your Business Noticed by Jennefer Witter

Jennefer Witter-ის ეს წიგნი იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომლებიც ჯერ პიარის ხელოვნებაში არ გაწაფულან. წიგნი მოიცავს მრავალ საკითხს, მაგალითად: როგორ მივიპყროთ მომხმარებლის ყურადღება, როგორ მოვიპოვოთ მათი ნდობა, როგორ შევქმნათ ფასეული შეთავაზება და როგორ ვითანამშრომლოთ ჟურნალისტებთან.

  1.  Known by Mark Schaefer

წიგნი მოიცავს რეალურ ქეისებსა და პირად ისტორიებს, რომლებსაც თავად წარმატებული ადამიანები მოგვითხრობენ სხვადასხვა ინდუსტრიიდან, იქნება ეს – საბანკო საქმე, განათლება, მოდა თუ სხვა.

  1. Social Media: Marketing Strategies for Rapid Growth Using Facebook, Twitter, Instagram, LinkedIn, Pinterest and YouTube by John Williams

დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ინდუსტრიის აღქმა სოციალური მედიის გარეშე დაემსგავსებოდა თავსატეხის ამოხსნის მცდელობას მთავარი ნაწილის გარეშე.

William–ი გვასწავლის, თუ როგორ გავზარდოთ გამომწერების რაოდენობა სოციალურ ქსელში და აგრეთვე გვიზიარებს სტრატეგიებს, რომლებიც აუდიტორიის ინგეიჯმენთის გაზრდაში დაგვეხმარება.

  1. On Writing Well: The Classic Guide to Writing Nonfiction by William Zinsser

და ბოლოს, კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელიც უშუალოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის შესახებ არ დაწერილა. ეს წიგნი არის ყველასთვის, ვისაც წერის ტექნიკების დაუფლების სურვილი აქვს. Zinsser-ი ამ წიგნით გვიზიარებს მწერლისა და მასწავლებლის კარიერული გზებით დაგროვებულ გამოცდილებას.

ავტორი: ანა ბახტურიძე